Monday, June 11, 2018

გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის  გეგმა
,,ტექნიკური მომზადება კალათბურთში’’
საგანი /პედაგოგი
სპორტი  / ერვანდ ვარდერესიან
სწავლების  საფეხური /კლასი
საბაზო საფეხური/VII კლასი
მოსწავლეთა  პროფილი
7 მოსწავლე/კლასში  არ არი  განსაკუთრებული  საჭიროების  მქონე მოსწავლეები
გაკვეთილის  მნიშვნელობა  /აქტუალობა
·         გაკვეთილი  დაეხმარება მოსწავლეებ ისწავლონ თანამშრომლობა  და გუნდურად თამაში.
·         დახვეწენ  ბურთის ფლობის ტექნიკას, მოქნილობას, სისწრაფეს.
გაკვეთილის  მიზანი და მისაღწევი შედეგები

სპ.VII-IX.4. მოსწავლეს შეუძლია სპორტული აქტივობისას წარმოაჩინოს ყველა ძირითადი და აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ  მოსწავლე:
·           აქტიური ვარჯიშობით აუმჯობესებს ადრე ათვისებულ ძირითად მოტორულ უნარ-ჩვევებს;
·           მონაწილეობს გუნდურ თამაშებში, როგორც გუნდის სრულუფლებიანი წევრი;
·           დაუფლებულია სპორტის ძირითად სახეობებსა და სპორტულ თამაშებს;
·           აქტიურად იყენებს მუსიკალურ თანხლებას და ცეკვის ილეთებს ვარჯიშის დროს (აერობიკა, რიტმიკა, სპორტული ცეკვა);
·           შეჯიბრისა და ვარჯიშების წინ ასრულებს მოსამზადებელ ვარჯიშებს;
·           გონებრივი შრომით განვითარებული დაღლილობის შემთხვევაში, აღდგენის მზნით უპირტესობას ანიჭებს აქტიურ დასვენებას (მოძრავი თამაშები, სახალისო სპორტული თამაშები და ა.შ).
სპ.VII-IX.6. სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის საფუძველზე მოსწავლეს აქვს უნარი გამოავლინოს ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, როგორებიცაა: მიზნის დასახვა, გადაწყვეტილების მიღება, მიზანდასახული მოქმედება, პრობლემის გადაჭრა, ადამიანებთან ურთიერთობა.
·           გუნდური თამაშებისას იცავს დისციპლინას, არეგულირებს საკუთარ ქცევებს და ემოციებს, არ ჰყვება პროვოკაციას;
·           ადევატურად აღიქვამს მოგებას და წაგებას, ზომიერია  გრძნობათა გამოხატვისას;
·           მოქმედებს სხვებთან შეთანხმებულად საერთო სპორტული მიზნის მისაღწევად;
·           ულისხმიერად ეპყრობა სხვების მიერ შეთავაზებულ იდეებს, ცდილობს გამოთქვას საკუთარი მოსაზრება;


მო
სწავლეს
წინარე  ცოდნა
ü  იცნობენ  კალათბურთს  როგორც  სპორტის ერთერთ  პოპულარულ სახეობას
ü  ზოგადად იცნობენ  თამაშის  წესებს.
ü  შეუძლიათ ინტერნეტში კალათბურთის თამაშების შესახებ ინფორმაციების მოძებნა.
შეფასების  საგანი  და პროცედურები
წინასწარ  გაეცნობიან  შეფასების  სისტემას და  კრიტერიუმებს
გამოყენებული სასწავლო  მასალა და ტექნიკური რსურსები
სპორტული დარბაზი, კალათბურთის  ბურთი და სპორტული  ფორმები.
სასტვენი, წამზომი.
კომპიუტერი, ინტერნეტი,
გაკვეთილის  მსვლელობა და მენეჯმენტი
გაკვეთილის   A/ფაზა    გამოწვევა.   (15 წთ)

აქტივობა  1.    კლასის ორგანიზება-კლასის მოწყობა და გაკვეთილის მიზნის გაცნობა.(5წთ)
აქტივობა  2.    პრეზენტაციის  ჩვენება ( 5 წთ)
აქტივობა  3.      მოთელვითი ვარჯიშები, სირბილი დარბაზი სგარშემო, პირდაპირ, გვერდზე მიდგმითი ნაბიჯებით, ზურგით წინ.(5წთ)

გაკვეთილის   B/  ფაზა      ცოდნის  კონსტრუირება.  (25 წთ)

აქტივობა  1.  ბურთის გადაცემა ორი ხელით, მკერდიდან.   (5წთ)                 აქტივობა   2.  ბურთის  გადაცემა  ორი ხელით, თავს ზემოდან  (5წთ)                  აქტივობა  3.  ბურთის  გადაცემა  ორი  ხელით, იატაკიდან  არეკლით (5წთ)     აქტივობა  4. სასწავლო  თამაში.  (10წთ)

გაკვეთილის   c/  ფაზა    რეფლექსია.  (5წთ)

აქტივობა  1. დამამშვიდებელი ვარჯიში-სიარული მოედნის გარშემო, ღრმაამოსუნთქვები ხელების  დახმარებით.
აქტივობა  2.  მოსწავლეთა შეფასება და საშინაო დავალების მიცემა.

რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
გაკვეთილი ჩავატარე მე-7 კლასში. 7 მოსწავლიდან გაკვეთილს ესწრებოდა ყველა. თემად შევარჩიე ,,ტექნიკური მომზადება კალათბურთში“.
გაკვეთილი დავიწყე კლასის ორგანიზებითა და მიზნის გაცნობით. გამომდინარე იქიდან, რომ სპორტის გაკვეთილზე განმსაზღვრელი შეფასება არ იწერება და იწერება მხოლოდ ჩათვლა, შეფასების რუბრიკაც შევადგინე იმგვარად, რომ მოსწავლეებს გაეგოთ, რა შემთხვევაში მიიღებდნენ ჩათვლას და რა შემთხვევაში არა.
გაკვეთილის თემა შევარჩიე იმ მოტივით, რომ მოსწავლეებს ესწავლათ თანამშრომლობა და გუნდური თამაში, დაეხვეწათ ბურთის ფლობის ტექნიკა, სისწრაფე და მოქნილობა.
       ბუნებრივია, გაკვეთილის ჩატარებამდე, ვიცოდი, რომ მოსწავლეები ფლობდნენ ინფორმაციას კალათბურთ,  როგორც  სპორტის ერთ-ერთ  პოპულარული სახეობის შესახებ. ზოგადად იცნობენ  თამაშის  წესებს.
 გაკვეთილის თემისადმი ინტერესის გაჩენის მიზნით, მოსწავლეებს ვაჩვენე პრეზენტაცია,სადაც ისინი გაეცნენ ინფორმაციას,თუ როდის ჩაეყარა საფუძველი სპორტის ამ სახეობას, ვინ იყვნენ გამოჩენილი კალათბურთელები და სხვა.
შემდეგი აქტივობები, როგორიცაა მოთელვითი ვარჯიშები, სირბილი დარბაზის გარშემო, პირდაპირ, გვერდზე მიდგმითი ნაბიჯებით, ზურგით წინ გამოვიყენე გამოწვევის ფაზაში, რათა მომემზადებინა ისინი შემდეგი,ტექნიკურად შედარებით რთული აქტივობებისთვის.
გაკვეთილის მომდევნო ფაზაში, ანუ ცოდნის კონსტრუირების ფაზაში გამოვიყენე აქტივობა  ბურთის გადაცემა ორი ხელით, მკერდიდან. ბურთის  გადაცემა  ორი ხელით, თავს ზემოდან  ბურთის  გადაცემა  ორი  ხელით, იატაკიდან  არეკლით.   ეს ყველაფერი ემსახურებოდა კალათბურთისთვის ტექნიკურ მომზადებას. ამის შემდეგ უკვე 10 წუთიანი სასწავლო თამაში გავმართე,სადაც მოსწავლეებმა გამოიყენეს ყველა ის ტექნიკა,რაც ისწავლეს გაკვეთილზე.
დასკვნით ფაზაში მოსწავლეებს შევასრულებინე დამამშვიდებელი ვარჯიში-სიარული მოედნის გარშემო, ღრმა ამოსუნთქვები ხელების  დახმარებით, რათ
????????????????????
 საშინაო დავალებად  მოსწავლეებს მივეცი ენახათ კალათბურთის ვიდეოები და მოენიშნათ ყველა ის ტექნიკა, რომელიც გამოყენებული იქნებოდა ვიდეოში. ეს დამეხმარებოდა შემდეგი გაკვეთილის შედეგიანად წარმართვაში, რაშიც ვგულისხმობ თვითონ კალათბურთის თამაშს.
    საგაკვეთილო  პროცესში  ყველა  მოსწავლე  აქტიურად  იყო  ჩართული,  ყოველი  აქტივობის  შემდეგ  ვაძლევდი   მათ  განმავითარებელ  შეფასებას,  რაც  მათ  მოტივაციას  კიდევ  უფრო  ამაღლებდა  და  ცდილობდნენ , რომ  მეტად  უშეცდომოდ ეკეთებინათ რასაც ვასწავლიდი.    
       გაკვეთილის    მიმდინარეობისას   ურთიერთობა  მოსწავლეებსა  და ჩემ შორის  იყო  კეთილგანწყობილი,  ეფუძნებოდა  პატივისცემასა  და   თანამშრომლობას,  დისციპლინის  მხრივ  პრობლემა  არ  ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ სპორტის გაკვეთილი იყო, მოსწავლეებთან ქცევის წესების შეხსენება არ დამჭირვებია.
გაკვეთილი წარიმართა გეგმის მიხედვით,მოდიფიცირება არ დამჭირვებია, თუმცა ხარვეზად მივიჩნევ იმას, რომ მოსწავლეებს ზოგიერთი აქტივობა,მაგალითად სირბილი დარბაზის გარშემო, მოთელვითი ვარჯიშები ცოტა გაუჭირდათ,მალე დაიღალნენ,რაც განპირობებულია მათი ცოტა ნაკლები ყურადღებით ჯანსაღი ცხოვრების მიმართ. ამასთან,ცოტა დაძაბულებიც იყვნენ,ჩემი აზრით შემფასებელი მასწავლებლების ჯგუფის გამო. სასწავლო თამაშის დროს გუნდურობა ზოგჯერ ავიწყდებოდათ, მიუხედავად,ჩემი ხშირი შეხსენებისა. მომავალში ამას გამოვასწორებთ. აგრეთვე,მოსწავლეთა შეფასებისთვის დრო ნაკლები დამრჩა, რადგან განსაზღვრულზე მეტი დრო წაიღო გამოყენებულმა აქტივობებმა,რასაც აუცილებლად გავითვალისწინებ მომავლისთვის.
ერვანდ  ვარდერესიან


No comments:

Post a Comment